საქართველოს ფინანსური ანალიზის ცენტრი არის დამოუკიდებელი არასამთავრობო კვლევითი დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

       საქართველოს ფინანსური ანალიზის ცენტრი მოწოდებულია განახორციელოს საფინანსო ანალიზი ეკონომიკისა სხვადასხვა სფეროში, მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შედარებითი ანალიზი და განსაზღვროს პრობლემების გადაწყვეტის ოპტიმალური გზები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარებისათვის. ცენტრი თანამედროვე ეკონომიკური თეორიებისა და აპრობირებული პრაქტიკული მეთოდების, მათ შორის ფინანსური მათემატიკისა და ეკონომეტრიკის გამოყენებით ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან ინსტიტუციონალურ ცვლილებებისა და საკანონომდებლო გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას.

       საქართველოს ფინანსური ანალიზის ცენტრი შეისწავლის საქართველოს, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები შემდეგი მიმართულებებით:

  1. სახელმწიფო ფინანსები
    • სახელმწიფო ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი;
    • გარე და შიდა სახელმწიფო ვალები;
    • სახელმწიფო ვალის მართვის ინსტრუმენტები;
    • სახელმწიფო საპენსიო ფონდი და სახაზინო ვალდებულებები.
  2. მაკროეკონომიკური მდგომარეობა
    • ფულად-საკრედიტო პოლიტიკა;
    • ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ცვლილებების პროგნოზი;
    • ეკონომიკის განვითარების მთავარი ინდიკატორები;
    • საინვესტიციო გარემო და პერსპექტიული სექტორები ინვესტირებისათვის;
    • ადგილობრივი საინვესტიციო პირობები და ინვესტიციების ეფექტურობა.
  3. კორპორაციული ფინანსები
    • კორპორაციული მართვის ეფექტურობა და გამჭვირვალობა;
    • საფინანსო საქმიანობაზე კონტროლის ეფექტური ფორმების დანერგვა;
    • მმართველობით ინფორმაციებზე ადექვატური დაშვება;
    • ეფექტური ბიზნეს-პროცედურების დანერგვა;
    • ბიზნეს-რისკები;
    • კორპორაციის კაპიტალის ადექვატურობა და სადივიდენდო პოლიტიკა;
    • შერწყმა-გაერთიანების პროცესები;
    • საფონდო ბაზრები, კერძო საპენსიო ფონდები და სადაზღვევო კომპანიები.
  4. ბაზრების ანალიზი და მარკეტინგი
    • ბაზრის გაჯერების ზომა და მისი ანალიზი;
    • ბაზრის წილები, კონკურენტული გარემო და სიტუაციური ანალიზი;
    • ბიზნესის დივერსიფიკაცია.
  5. საბანკო სექტორი
    • კომერციული ბანკების ფუნქციონირების ეფექტურობა;
    • საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების ცვლილებების მონიტორინგი;
    • შერწყმა-გაერთიანების პროცესი საბანკო სექტორში;
    • კომერციული ბანკების რეალური კაპიტალიზაცია;
    • საბანკო სისტემის მდგრადობა;
    • კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს (აქციონერთა) და დირექტორატის (მენეჯმენტის) უფლებების გამიჯვნის ხარისხი;
    • ახალი საბანკო პროდუქტების შეთავაზება.