| |
პროფესორი ირაკლი კოვზანაძე არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მათემატიკასა და ეკონომიკაში, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა:
-
"მეზოკომპაქტური სივრცეების განზომილების თეორიის ზოგიერთი საკითხის შესახებ"
(1990, რუსულად);
-
"საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე
ეტაპზე" (2001, ქართულად, რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე);
-
"სისტემური საბანკო კრიზისები ფინანსური გლობალიზაციის პირობებში" (2003,
რუსულად, რეზიუმე ინგლისურად);
-
"ტრანსფორმაციული ქვეყნების ეკონომიკისა და საბანკო სისტემის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები" (2005, რუსულად, რეზიუმე ინგლისურად).
ავტორის მიერ გაკეთებულია მოხსენებები ზემოაღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით შემდეგ კონფერენციებზე:
-
ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის 47-ე სამეცნიეო კონფერენცია (რიგა, ლატვია,
1988);
-
საშემოდგომო სკოლა, "ტოპოლოგიის გამოყენება ალგებრასა და დიფერენციალურ
გეომეტრიაში" (ტარტუ, ესტონეთი, 1988);
-
სემინარი ზოგად ტოპოლოგიაში პროფესორ ა. არხანგელსკის ხელმძღვანელობით
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოსკოვი, რუსეთი, 1989);
-
ლონდონის უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო და ფინანსური სკოლა (ლონდონი,
დიდი ბრიტანეთი, 2000);
-
მსოფლიო ბანკის კონფერენცია "ზედამხედველობა, მენეჯმენტი და ფინანსური რისკების
შეფასება" (ვაშინგტონი, აშშ, 2003).
ავტორს გააჩნია საბანკო სისტემაში პრაქტიკული მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამავე დროს იგი არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ამჟამად ირაკლი კოვზანაძე არის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. |